ციური რეხვიაშვილი
Thursday, August 4, 2011
Monday, August 1, 2011
ციური რეხვიაშვილი
პროექტის სახელწოდება: ფუტკრის როლი ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში
პროექტის მთავარი იდეა (თემა)1–2 წინადადებით: იდეა წამოვიდა იქედან, რომ ბავშვები მწირ ინფორმაციას ფლობენ ფრინველების და ცხოველების ცხოვრების შესახებ.მათ შორის მწერების შესახებ.არა და მწერები სასარგებლო ორგანიზმებია,როგორც მცენარეთა სამყაროსთვის, ასევე ადამიანებისათვის.ერთ–ერთი მათგანია ფუტკარი.
პროექტის აქტუალობა: აქტუალურია თავისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე.ის აძლევს ადამიანს ნოყიერსა და გემრიელ თაფლს.გარდა ამისა ფუტკარი ცვილსაც ამზადებს.ნექტარის შეგროვების პროცესში მონაწილეობს მცენარეთა დამტვერვაში, რითაც საგრძნობლად იზრდება მცენარეთა ნაყოფიერება.
პროექტის მიზნები:1. ცოდნის შეძენა პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. 2. ჩამოუყალიბდეს გარემომცველ სამყაროზე ზრუნვის, კრიტიკული აზროვნების უნარ– ჩვევები.3.გააცნობიეროს ადამიანთა თანამშრომლობის აუცილებლობა.4. ჩაერთოს ადამიანთა საქმიანობაში.5.სწავლა ინფორმაციის მოპოვების და გამოყენების.კონკრეტულად;ფუტკრის ოჯახის შესწავლა, მეფუტკრეობის გაცნობა და ფუტკრის პროდუქტის; თაფლისა და ცვილის გაკეთება.
მონაწილეთა ასაკი:10– 15 წელი.
ვადები /ხანგრძლივობა: სასურველია მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.
მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ინფორმაციის მოძიება, როგორც ბიბლიოთეკაში, ისე ინტერნეტში და მეფუტკრეებისაგან. ნახატების და ჩანახატების გაკეთება.დღიურის წარმოება.პრეზენტაცია.ფოტომასალის გამოქვეყნება.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:წიგნები, დიაფილმი, ტაბულა, ინტერნეტი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):თემის არჩევას ვიწყებ პროვოცირებით და საინტერესო და აქტუალური შეკითხვების დასმით. იყო დრო, როცა ავსტრალიაში სამყურა არ იზრდებოდა.ჩაიტანეს მისი თესლი და დათესეს. სამყურა იზრდებოდა, ყვავილობდა, მაგრამ თესლს არ იძლეოდა.დაიწყეს მიზეზების ძებნა.აქ უკვე ვახდენ მოსწავლეთა აზროვნების კონცენტრაციას და ვსვავ კითხვებს; 1. თქვენი აზრით, რატომ არ იძლეოდა სამყურა თესლს,მიუხედავად იმისა,რომ უხვად ყვავილობდა? 2. ხომ არ იცით, რომელი მწერები მტვერავენ სამყურას ყვავილს? 3. როგორ ფიქრობთ, როდის განუვითარდება სამყურას თესლი? 4. იმტვერვება თუ არა ნებისმიერი მცენარე ნებისმიერი მწერით? 5.შეგიძლიათ თუ არა დაასახელოთ მათი სახეობრივი რაოდენობა? 6. არიან თუ არა მწერები სასარგებლო ორგანიზმები? 7. დაასახელეთ ადამიანისათვის საჭირო მწერები? 8. რა იცით ამ მწერების, კერძოდ ფუტკრის შესახებ? 9. რა მნიშვნელობა აქვს ფუტკარს ბუნებისათვის და ადამიანისათვის? პროვოცირება და კითხვები ბავშვებს ცნობისმოყვარეობას გაუღვივებს და კვლევა–ძიებისკენ უბიძგებს.ამის შემდეგ ვაყალიბებ საპროექტო ჯგუფს;სულ პროექტში მონაწილეობას იღებს 11 მოსწავლე,რომლებიც 3 ჯგუფად არიან დაყოფილნი.I ჯგუფს(4 ბავშვი) ვაძლევ დავალებას.მოიძიოს ინფორმაცია წიგნებში და ინტერნეტში. II ჯგუფს(4 ბავშვი) აიღოს ინტერვიუები მეფუტკრეებისაგან. III ჯგუფს (3 ბავშვი) აწარმოოს გამოკითხვები. ამის შემდეგ იკრიბებიან პროექტში მონაწილე მოსწავლეები ჩემთან ერთად.ვაგროვებთ სამივე ჯგუფის მიერ მოპოვებულ მასალებს, ვაანალიზებთ ინფორმაციებს და ჩნდება პირველი ჩანაწერებიც.ამას ემატება ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოები,ნახატები,ჩანახატები, დღიურის ჩანაწერები.ვიწყებთ უკვე ტექსტზე მსჯელობას.ბოლოს მოსწავლეები ქმნიან "მე ვიკვლევ " პროექტის ანგარიშს, რომელიც 5 ნაწილისაგან შედგება.1. ჩემი კვლევითი შეკითხვა, 2. კვლევის პროცესი, 3. რა ვისწავლე, 4.რას ნიშნავს ეს ჩემთვის, 5. გამოყენებული ლიტერატურა. ანგარიშზე დაყრდნობით კეთდება პრეზენტაცია,რომელსაც პროექტის ლიდერი აკეთებს. იქმნება ვებ–საიტი, პლაკატი.
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნება,ბიოლოგია,ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ციური რეხვიაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: ciurirekhviashvili@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი /ბლოგი:ciurirekhviashvili.blogspot.com

Sunday, July 31, 2011
Subscribe to:
Posts (Atom)